142
„წყლის ავზის დაცლის“ ინდიკატორი
როცა წყლის რეზერვუარში წყალი თითქმის არ დარჩება, „წყლის ავზის დაცლის“ ინდიკატორი
დაიწყებს ციმციმს. შეავსეთ წყლის რეზერვუარი და დააჭირეთ ორთქლის გამოშვების ღილაკს,
რათა მოწყობილობა ისევ გახურდეს. შეგიძლიათ, ორთქლით დაუთოება გააგრძელოთ მას შემდეგ,
რაც მზადყოფნის ინდიკატორი თანაბარ სინათლეს გამოსცემს.
ტექნოლოგია OptimalTEMP
ტექნოლოგია Optimal TEMP საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერი თანმიმდევრობით და
ტემპერატურის რეგულირების აუცილებლობის გარეშე დააუთოოთ ყველა ტიპის ქსოვილი,
რომლის დაუთოებაც დასაშვებია.
უსაფრთხოა ცხელი ძირის დადება პირდაპირ საუთაო დაფაზე (ნახ. 4) უთოს ქვესადგამზე
დაბრუნების გარეშე. ეს ხელს შეუწყობს თქვენს მაჯაზე ზეწოლის შემცირებას.
-
ამ სიმბოლოების მქონე ქსოვილები დაუთოებადია, მაგალითად, თეთრეული, ბამბა,
პოლიესტერი, აბრეშუმი, მატყლი, ვისკოზა და ხელოვნური აბრეშუმი (სურ. 5).
-
აკრძალულია ამ სიმბოლოს მქონე ქსოვილების დაუთოება. ეს ქსოვილები მოიცავს
სინთეტიკურ ქსოვილებს, როგორიცაა სპანდექსი ან ელასტანი, სპანდექსთან ნარევი
ქსოვილები და პოლიოლეფინები (მაგ. პოლიპროპილენი), მაგრამ ასევე პრინტები
ტანსაცმელზე (სურ. 6).
მოწყობილობის გამოყენება
დაუთოება
1
ორთქლის გენერატორი მოათავსეთ მყარ და სწორ ზედაპირზე.
2
დარწმუნდით, რომ წყლის ავზში არის საკმარისი წყალი (იხ. ნაწილი "წყლის ავზის
შევსება").
3
ელექტროქსელის კაბელის შტეკერი შეაერთეთ კედლის დამიწებულ როზეტში და
ორთქლის გენერატორის ჩასართავად დააჭირეთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს.
მოწყობილობაზე იწყებს ციმციმს ჩართვის ლურჯი ინდიკატორი და „უთოს მზადყოფნის“
ინდიკატორი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოწყობილობა ცხელდება (ამას სჭირდება
დაახლ. 2 წუთი) (სურ. 7).
,
როდესაც მოწყობილობა მზად არის გამოსაყენებლად, „უთოს მზადყოფნის“
ინდიკატორი და ჩართვის ინდიკატორი წყვეტს ციმციმს და უწყვეტად ანათებს. გარდა
ამისა, გაიგონებთ მოკლე სიგნალს.
4
დააჭირეთ ბლოკირების ფიქსატორის გაშვების ღილაკს, რათა მოხსნათ უთო
ქვესადგამიდან(სურ. 8).
5
უთოობის დასაწყებად დააჭირეთ და ხელი არ აუშვათ ორთქლის გამოსაშვებ
ღილაკს. (სურ. 9)
ორთქლი არ მიმართოთ ადამიანებისკენ.
ორთქლის გაძლიერების ფუნქცია
ორთქლის გაძლიერების ფუნქციის მიზანია ყველაზე რთული ნაკეცების დაუთოება.
-
ორჯერ დააჭირეთ ორთქლის გამშვებს ორთქლის უწყვეტი გამოფრქვევისთვის (სურ. 10).
ორთქლის გაძლიერების ფუნქციის გააქტიურებისას არ არის აუცილებელი ორთქლის გაშვებზე
უწყვეტად დაჭერა. ორთქლის გაძლიერების ფუნქციის შეწყვეტისთვის ერთხელ დააჭირეთ
ორთქლის გამშვებს.
ვერტიკალური დაუთოება
უთო ცხელ ორთქლს უშვებს. აკრძალულია ადამიანის ტანზე ტანსაცმლის ნაკეცების
დაუთოება. ორთქლი არ მიმართოთ საკუთარი ან სხვისი ხელისკენ.
ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ
Summary of Contents for PerfectCare Elite GC9600 Series
Page 170: ......