145
ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ
შენიშვნა: მოწყობილობის დახრისას გახსოვდეთ, რომ ის მძიმეა.
7
მოწყობილობა გეჭიროთ ისე, რომ EASY DE-CALC-ის ნახვრეტი ზემოთ იყურებოდეს,
ხელახლა ჩასვით EASY DE-CALC-ის სარქველი და დასამაგრებლად დაატრიალეთ საათის
ისრის მოძრაობის მიმართულებით (სურ. 21).
8
მოწყობილობა მოათავსეთ მყარ და თანაბარ ზედაპირზე. შეაერთეთ მოწყობილობა
ელექტროქსელში და ჩართეთ (სურ. 22).
9
მოწყობილობის გახურებას დაელოდეთ 5 წუთი.
10
დააჭირეთ და არ აუშვათ ორთქლის გამოსაშვებ ღილაკს. უთო სქელ ნაჭერს უსვით 3
წუთის განმავლობაში (სურ. 15).
გაფრთხილება: უთოს ძირიდან ცხელი, ბინძური წყალი გამოვა.
11
შეწყვიტეთ უთოს მოძრაობა, როცა წყალი აღარ გამოდის ან როცა ორთქლი იწყებს
გამოსვლას.
12
მოწყობილობის გამოყენების გაგრძელება დაუყოვნებლივ შეგიძლიათ. ასევე, შეგიძლიათ,
ელექტროქსელიდან გამოაერთოთ მოწყობილობა მას შემდეგ, რაც მინადუღისგან
გაწმენდა დასრულდება.
შენახვა
1
გამორთეთ მოწყობილობა და გამოაერთეთ ელექტროწყაროდან.
2
ამოიღეთ წყლის რეზერვუარი და დაცალეთ.
3
უთო დადეთ ქვესადგამზე. დააჭირეთ ფიქსაციის სისტემას Carry Lock-ის გადასაწევად და
ქვესადგამზე უთოს დასაფიქსირებლად.
4
დაკეცეთ მიწოდების შლანგი და ქსელის კაბელი. მოათავსეთ ისინი შესაბამის შესანახ
განყოფილებებში. (სურ. 23)
5
მოათავსეთ ისინი შესაბამის შესანახ განყოფილებებში.
მოწყობილობა არ გადაიტანოთ წყლის რეზერვუარის მოსახსნელი ბერკეტის ხელში
დაჭერით.
პრობლემების აღმოფხვრა
ამ თავში განხილულია ყველაზე გავრცელებული პრობლემები, რომლებსაც მოწყობილობის
გამოყენებისას შეიძლება წააწყდეთ.
თუ ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია პრობლემის გადაწყვეტაში ვერ დაგეხმარათ, იხილეთ
www.philips.com/support
და გაეცანით ხშირად დასმული შეკითხვების სიას ან დაუკავშირდით
კლიენტთა მხარდაჭერის ცენტრს თქვენს ქვეყანაში.
პრობლემა
შესაძლო მიზეზი
გადაწყვეტა
დაუთოების
პროცესში საუთოო
დაფა სველდება ან
ტანსაცმელზე
წყლის წვეთები
ჩნდება.
ორთქლით ხანგრძლივი
დამუშავების შემდეგ
საუთოო დაფის შალითაზე
კონდენსატი ჩნდება.
გამოცვალეთ საუთოო დაფის შალითა, თუ
ქაფმასალა გაიცვითა. საუთოო დაფაზე
კონდენსატის გაჩენის თავიდან
ასაცილებლად ასევე შესაძლებელია
საუთოო დაფის შალითის ქვეშ ქეჩის
დამატებითი ფენის მოთავსება. ქეჩის
შეძენა შესაძლებელია ქსოვილების
მაღაზიაში.
საუთოო დაფის შალითა
განკუთვნილი არაა
მოწყობილობიდან
გამოშვებული ორთქლის
ასეთი ძლიერი
ნაკადისთვის.
საუთოო დაფაზე კონდენსატის გაჩენის
თავიდან ასაცილებლად საუთოო დაფის
შალითის ქვეშ დადეთ ქეჩის დამატებითი
ფენა. ქეჩის შეძენა შესაძლებელია
ქსოვილების მაღაზიაში.
Summary of Contents for PerfectCare Elite GC9600 Series
Page 170: ......