146
ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ
პრობლემა
შესაძლო მიზეზი
გადაწყვეტა
ძირზე წყლის
წვეთები ჩნდება.
მილში რჩება ორთქლი,
რომელიც გრილდება და
კონდენსირდება, ანუ წყლად
გადაიქცევა. ეს იწვევს
ძირზე წყლის წვეთების
გაჩენას.
ტანსაცმლისკენ არ მიმართოთ ორთქლი
რამდენიმე წუთის განმავლობაში.
ორთქლი და/ან
წყალი გამოდის
EASY DE-CALC-ის
სარქვლის
ქვემოდან.
EASY DE-CALC-ის სარქველი
სათანადოდ არაა
მოჭერილი.
გამორთეთ მოწყობილობა და გააგრილეთ
2 საათის განმავლობაში. გახსენით EASY
DE-CALC-ის სარქველი და ხელახლა
მჭიდროდ დაამაგრეთ მოწყობილობაზე.
შენიშვნა: სარქვლის მოხსნისას ცოტა
წყალმა შეიძლება გამოჟონოს.
EASY DE-CALC-ის სარქვლის
რეზინის მამჭიდროებელი
რგოლი გაცვეთილია.
EASY DE-CALC-ის სარქვლის მისაღებად
დაუკავშირდით Philips-ის ავტორიზებულ
სერვისცენტრს.
ძირის
ნახვრეტებიდან
ბინძური წყალი
გამოდის ან ძირი
დაბინძურებულია.
ძირზე და/ან ორთქლის
გამოსაშვებ ნახვრეტებში
დაილექა წყალში არსებული
დამაბინძურებლები ან
ქიმიური ნივთიერებები.
ძირი გაწმინდეთ სველი ნაჭრით.
მოწყობილობაში ძალიან
ბევრი მინერალური
ნივთიერება და მინადუღი
დაგროვდა.
რეგულარულად გაასუფთავეთ
მოწყობილობა (იხ. თავი „მნიშვნელოვანი
ინფორმაცია — მინადუღის მოშორება“).
უთოს გამოყენების
შემდეგ ქსოვილზე
კვალი ან
ბრჭყვიალა
შეფერილობა
რჩება.
დასაუთოებელი ზედაპირი
არათანაბარი იყო,
მაგალითად, იმიტომ, რომ
ქსოვილის ნაკერი ან ნაკეცი
დააუთოვეთ.
PerfectCare უსაფრთხოა ყველა
ტანსაცმელზე. კვალი ან ბრჭყვიალა
შეფერილობა სამუდამო არაა და
გარეცხვის შემთხვევაში ამოვა. თავიდან
აიცილეთ ნაკერებისა და ნაკეცების
დაუთოება. ნაკერებსა და ნაკეცებზე
კვალის დატოვების თავიდან
ასაცილებლად ასევე, შეგიძლიათ,
დასაუთოებელ არეზე ბამბის ქსოვილი
დადოთ.
მოწყობილობა არ
წარმოქმნის
ორთქლს.
წყლის რეზერვუარში
საკმარისი წყალი არ არის
(ანათებს „წყლის ავზის
დაცლის“ ინდიკატორი).
შეავსეთ წყლის რეზერვუარი (იხილეთ
თავი „მოწყობილობის გამოყენება“,
განყოფილება „წყლის რეზერვუარის
შევსება“).
ორთქლის
წარმოსაქმნელად
მოწყობილობა საკმარისად
ცხელი არ არის.
მოიცადეთ, სანამ უთოზე თანაბარ
სინათლეს არ გამოსცემს უთოს
მზადყოფნის ინდიკატორი.
თქვენ არ დააჭირეთ
ორთქლის გამშვებს.
დააჭირეთ ორთქლის გამშვებს და არ
აუშვათ დაუთოებისას.
წყლის რეზერვუარი სწორად
არაა ჩასმული
მოწყობილობაში.
მყარად ჩასვით წყლის რეზერვუარი
მოწყობილობაში ხელახლა (უნდა
გაიჩხაკუნოს).
Summary of Contents for PerfectCare Elite GC9600 Series
Page 170: ......